პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკაში მოღვაწე ექიმს, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა, დავით მრელაშვილს მადლობას უხდის.
„ეს ექიმი დავით მრელაშვილია, რომელიც აშშ-ში მოღვაწეობს. მინდა მას უღრმესი მადლობა გადავუხადო, რადგან ამ რთულ პერიოდში სამშობლოში დაბრუნდა და ყოველგვარი ხმაურის გარეშე, საკუთარ ქვეყანასა და ხალხს გვერდით დაუდგა. დავითი სამედიცინო დახმარებას ჩვენს ინფიცირებულ მოქალაქეებს კახეთში უწევს“,- აღნიშნავს გიორგი გახარია.
ამერიკიდან დაბრუნებულმა ექიმმა თელავის საავადმყოფოსთვის სააგარაკე საწოლები გადააკეთა











