საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრები დაასახელა.
ახალი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები არიან:
გიორგი ხოჯევანიშვილი – ყოფილი გუბერნატორი შიდა ქართლში;
ნათია მეზვრიშვილი – მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი;
გიორგი შარაშიძე – ჟურნალი Entrepreneur-ის მთავარი რედაქტორი;
კახაბერ ქემოკლიძე – მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი;
ანა ბუჩუკური – მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი;
მიხეილ დაუშვილი – ყოფილი ბიზნესომბუდსმენი, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი;
ბექა ლილუაშვილი – მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი;
რუსუდან თევზაძე – შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
ალექსანდრე მოწერელია – მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი;
ბერდია სიჭინავა – მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი;
შალვა კერესელიძე – მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი;
კონსტანტინე ანანიაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი;
გიგა ფარულავა – ქალაქ ზუგდიდის მერის ყოფილი მოადგილე;
გიორგი გოგუაძე – ლექტორი.
გარდა ამისა, გიორგი გახარიამ წარადგინა ის პირებიც, რომელათაც პარტიის მშენებლობაში თავიანთი წვლილი შეიტანეს: ლევან დოლიძე, გიორგი აბაშიშვილი, ეკატერინე ვეფხვაძე, დავით ფარცვანია, ლაშა მარკოზაშვილი, ტატა ხვედელიანი, გიორგი კიკნაველიძე, საბა ჯიქიძე.











