დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საქართველო პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ღონისძიებების სამი პუნქტი დაასახელა, რომელიც 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ განმარტა.
„როგორც ადრე დავაანონსეთ, ანტიკრიზისული ღონისძიებების მე-3 ეტაპზე, 1 ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) უკვე ამოქმედდება:
1. ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება – 200 კვტ. სთ-მდე – 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს.
2. წყლისა და დასუფთავების გადასახადის ანაზღაურება.
3. გაზის საფასურის ანაზღაურება – 200 მ3-მდე – 650 ათას ოჯახს.
• სურვილის შემთხვევაში მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა დახმარებაზე თქვას უარი.
• გლობალური კრიზისის ფონზე ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქებთ მომავალ თვეებს, როდესაც ეს მათ განსაკუთრებით სჭირდებათ“, – აღნიშნა პრემიერმა.











