fbpx
08/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გიორგი გახარიამ მთავრობის წევრებთან ერთად, „მეღვინეობა ბარაკონი“ დაათვალიერა

19:52 აგვისტო 20, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
826
ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის წევრებთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანაში, ღვინის მარანი – „მეღვინეობა ბარაკონი“ დაათვალიერა.

შპს „ბარაკონის“ დირექტორმა, კახაბერ გორდეზიანმა მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კომპანიას ვენახი გაშენებული აქვს 3 ჰექტარ ფართობზე და ძირითადად მოჰყავს ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი. მეღვინეობა აწარმოებს შემდეგი დასახელების ღვინოებს – „ხვანჭკარა“ “ალექსანდროული“, „წულიკიძის თეთრა“, „უსახელაური“ და „ტვიში“.

მეღვინეობის მფლობელის ინფორმაციით, მარანი ორიენტირებულია ღვინის ტურიზმზე, მათ პირველი სტუმრები 2019 წელს მიიღეს და შიდა ტურიზმის მიმართულებით მუშაობის გაძლიერებას გეგმავენ.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის კუთხით ხორციელდება და აღნიშნა, რომ ყველა სახელმწიფო პროგრამაზე დეტალური ინფორმაციის მიღება ან კონკრეტული პროგრამით სარგებლობა ფერმერებს დღეიდან ერთ სივრცეში, საცხოვრებელ ადგილზე შეუძლიათ. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ახალი პროგრამის მიზანია, საქართველოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქე გახდეს მეწარმე, რაც შეიძლება მეტი გლეხი გახდეს ფერმერი, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ გადაწყვიტოს, რომ ჩაერთოს ტურისტულ ბიზნესში.

გარდა ამისა, პრემიერი მეღვინეობის მფლობელს ესაუბრა პროგრამის – „დანერგე მომავალი“ ფარგლებში შეტანილ ცვლილებებზე, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით მიიღოს ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები და ეს პროგრამა ვაზსაც შეეხება.

„მეღვინეობა ბარაკონში“ მთავრობის მეთაური ვიცე-პრემიერთან, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

თეგები: გიორგი გახარია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დღეს არის არჩევნები, როცა ჩვენ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ – გიორგი გახარია

ოქტომბერი 2, 2021
804
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე -გიორგი გახარიამ ბევრი მოატყუა, პოლიტიკური თუ ფინანსური კუთხით

სექტემბერი 29, 2021
805
მთავარი ამბავი

უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის, მორალს მიღმაა ეს ყველაფერი – გიორგი გახარია ბანერებზე

სექტემბერი 18, 2021
2.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია