გიორგი გახარიამ საკუთარი პარტია წარადგინა. ამ წუთებში „ექსპოჯორჯიაში“ პარტიის პრეზენტაცია მიმდინარეობს.
გახარიამ საკუთარი პარტიის ლოზუნგიც დაასახელა.
„ჩვენ ვერთიანდებით სიმართლისთვის და მოქმედებისთვის. სიმართლე და ქმედება, ეს იქნება საქართველოსთვის ძირითადი გაერთიანების ლოზუნგი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.











