„გიორგი გახარია არის ღირსეული ადამიანი, რომელმაც ბევრჯერ ჩააბარა გამოცდა ქართული საზოგადოების წინაშე. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ის აღმოჩნდა იმდენად კარგი კრიზის-მენეჯერი, რომ მათ შორის მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყანა ამაყობს იმ მიღწევებით, რომლებზეც პანდემიასთან ბრძოლის კუთხით შეგვიძლია ვისაუბროთ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ კითხვას, მისაღებია თუ არა მისთვის, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის სათავეში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იყოს.
„ნებისმიერ შემთხვევაში, მამუკა მდინარაძისთვის მისაღებია და მე ვფიქრობ, ეს ადამიანი ღირსეული ადამიანია, რომელმაც ბევრჯერ ჩააბარა გამოცდა ქართული საზოგადოების წინაშე.
განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა ის აღმოჩნდა ბევრისთვის შეიძლება გასაკვირადაც კი, იმდენად კარგი კრიზისმენეჯერი, რომ მათ შორის, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყანა ამაყობს იმ მიღწევებით, რაზეც კოვიდ19-თან დაკავშირებით შეგვიძლია, ვისაუბროთ.
ანუ აღმოჩნდა იმ მენეჯერული სისტემის სათავეში, რომელმაც მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა ჩვენზე გაცილებით ძლიერმა ბევრმა ქვეყანამ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.











