საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პოზიცია, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ, საეჭვოდ ესადაგება მიხეილ სააკაშვილის გეგმებს.
„გიორგი გახარიას ნაბიჯი საეჭვოდ ესადაგება იმ გეგმებს, რომლებიც ყოველთვის ისმოდა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან და იგეგმებოდა საქართველოსთან დაკავშირებით – რევოლუციური სცენარის კუთხით. საეჭვოა სამართლის აღსრულების დაცდის ის რამდენიმე დღე. რა საჭირო იყო, ეს პროცესი შეფერხებულიყო, როდესაც ყველასთვის, საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მყისიერად უნდა აღსრულებულიყო. თავად გიორგი გახარიაც, ყველას გვარწმუნებდა, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი ნაბიჯი“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.











