15 ოქტომბერს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან, გიორგი ვაშაძესთან მმართველი გუნდიდან დებატებზე გიორგი გახარიას ნაცვლად, მამუკა მდინარაძე მივა. ინფორმაციას „ქართულ ოცნებაში“ ადასტურებენ.
ცნობისთვის, გახარია დებატებში ვაშაძემ გამოიწვია. 7 ოქტომბერს გახარიამ განაცხადა, რომ პარტიული დებატები შედგებოდა. პრემიერის თქმით, მას ხშირად დებატებში წასასვლელად დრო არ აქვს და პარტია გადაწყვეტდა თუ ვინ მიიღებდა დებატებში მონაწილეობას.
დებატები საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაიმართება.











