იფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი ტელედებატებში გამოიწვია.
ცერცვაძის თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაეცეს კითხვას პასუხი, კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები სერიოზული წარმატებაა თუ სერიოზული შეცდომა.
კანდელაკი ქვეყნის მთავარ ინფექციონისტს წინადადებას არ თანხმდება. როგორც მან „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ის დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს.
„ზოგადად, არ ვმონაწილეობ არანაირ ტელე, რადიო და ინტერნეტ დებატებში“,- განაცხადა კანდელაკმა.
კანდელაკმა სააგენტოს დამატებით კითხვებს აღარ უპასუხა.
ინფორმაციისთვის, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი ტელედებატებში მას შემდეგ გამოიწვია, რაც კანდელაკმა კორონავირუსთან დაკავშირებით, ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები არაეფექტურად შეაფასა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











