ისნის საოლქო კომისიასთან დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კაპანაძე გაათავისუფლეს.
მისი დაკავების მიზეზი შენობაში შეღწევის მცდელობა და სამართალდამცველებთან დაპირისპირება გახდა.
,,როცა მაკავებდნენ შეუძლოდ გავხდი. გონზე, რომ მოვედი უკვე პოლიციის მანქანაში ვიყავი. წამიყვანეს განყოფილებაში და მალევე განათავისუფლეს. დაკავების დროს თავი დავარტყი”- განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარმომადგენლები და მხარამჭერები თბილისის მასშტაბით, საოლქო კომისიებთან აქციებს მართავენ. პროტესტი საოლქო კომისიების შემაჯამებელი სხდომების პარალელურად დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არჩევნები ახლა საოლქო კომისიებში ყალბდება.
აქციის მონაწილეები იმ საჩივრების დაკმაყოფილებას ითხოვენ, რომლებიც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით დაიწერა.











