fbpx
10/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გიორგი ხანიშვილი: გარკვეულ ძალას ჰყოფნის თავხედობა და საუბრობს იმაზე, რაც არ უკეთებია, მაშინ საერთოდ სოფლის მეურნეობას ანადგურებდნენ

10:38 აგვისტო 24, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
802
ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, სამაცივრე მეურნეობების პროექტი საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხორციელდება.

მისი თქმით, მანამდე არცერთ ხელისუფლებას, არც გონიერება ეყო და არც ხედვა, იმისათვის, რომ ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობაში ღირებულებათა ჯაჭვის ნებისმიერი კომპონენტის დაფინანსება დაეწყო.

„მაცივრებზე, პროექტზე – „დანერგე მომავალი“, ბაღების გაშენებაზე და სხვა კომპონენტებზე ფიქრი დაიწყო მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს. დღემდე, აშენებულია 45-ზე მეტი მაცივარი და გადამმუშავებელი საწარმო, რაშიც ჩადებულია 130 მილიონ ლარზე მეტი, საიდანაც სახელმწიფომ, გრანტის სახით, 20 მილიონ ლარზე მეტი მისცა ფერმერებს და 19 მილიონ ლარამდე კი კრედიტში სუბსიდირებას მოხმარდა. ამ მაცივრების დამსახურებაა სწორედ ის, რომ საქართველოში ტრადიციად იქცა წარმატებული საექსპორტო პროდუქტის სქემა. მიმდინარე წელს ექსპორტზე გავიდა 23 000 ტონაზე მეტი ატამი. თუ ატმის ფასი მანამდე 20-22 თეთრს შეადგენდა, დღეს ლარად და ლარნახევრად გაყიდა კახელმა გლეხმა. მარტო ატმიდან 2 თვეში 110-120 მილიონი ლარი იყო შემოსავალი“. – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მისი თქმით, მაცივრების აწყობასა და ახალი ბაღების გაშენებას სოფლის მეურნეობაში მეტი დრო სჭირდება, ამიტომაც 2012-13 წლებში დაწყებულმა პროექტებმა ახლა გამოიღო შედეგი.

„2018 წელს 11-12 მაცივარი იყო, ახლა 23-ია. ჩვენ შევძელით, ამ მაცივრების დახმარებით, ექსპორტზე გაგვეტანა ატამი. როცა

გარკვეულ ძალას ჰყოფნის თავხედობა და საუბრობს იმაზე, რაც არ უკეთებია. მაშინ საერთოდ სოფლის მეურნეობას ანადგურებდნენ, ახლა კი, თავიანთი დამოკიდებულებით, კვლავ შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება.   თუნდაც ერთი მაცივარი გვაჩვენონ, რომელიც დააფინანსეს. ისიც კი, რაც სახელმწიფოს სახელით გააკეთეს, არ ყოფილა ფერმერისთვის, მხოლოდ საკუთარი თავისთვის მუშაობდნენ,“ – განმარტა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, 22 აგვისტოს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სოფლის მეურნეობის დარგში დაწყებული პროექტები გააჩერა და სოფლის მეურნეობას განვითარების პერსპექტივა მოუსპო. მისივე თქმით, ქართული პროდუქციის შესანახად ყველა რეგიონში მაცივრების აშენების გეგმა სააკაშვილის მთავრობამ დაიწყო.

თეგები: სოფლის მეურნეობა

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი – გურჯაანი გამორჩეული მუნიციპალიტეტია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების კუთხით

აგვისტო 14, 2021
789
პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი – პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2021 წელს ჩვენ დავიწყეთ სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის უპრეცედენტოდ მასშტაბური დაფინანსება

აგვისტო 13, 2021
770
საზოგადოება

აჭარაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უფასოდ დამუშავების პროგრამა წელსაც გაგრძელდება 

მარტი 30, 2021
859

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია