ვიხილავთ თუ არა გიორგი მარგველაშვილს მაჟორიტარ კანდიდატად? „პრაიმტაიმის“ კითხვას გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით, ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე პასუხობს:
ის ისურვებდა, მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკაში იყოს ჩართული.
„გიორგი მარგველაშვილის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენა პირველად მესმის. მე ვისურვებდი, რომ ის იყოს ჩართული აქტიურ პოლიტიკაში. ეს თვითონ მან უნდა გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, კარი ყველასთვის ღიაა.“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
შალვა ნათელაშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი მარგველაშვილმა მაჟორიტარ კანდიდატად იყაროს კენჭი.
„არაფერი არ არის გამორიცხული“, – ამბობს შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთსა და საბურთალოს ოლქებში კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.











