გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა დატოვა. ის დღეს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს.
არსებული ინფორმაციით, 30 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართება, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორ წევრს აირჩევენ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად მიქაუტაძე 2017 წლის 24 ივნისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე აირჩიეს.











