გიორგი მუმლაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება გირაოს საფუძველზე დატოვა.
„მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ამ დღეების განმავლობაში სოლიდარობა გამოხატა ჩემს მიმართ. ჩემი მეგობრების მიმართ, და ყველა იმ აქტივისტის მიმართ, რომელიც ქუჩაში დგას. განსაკუთრებული მადლობა ჟურნალისტებს“,- განაცხადა გიორგი მუმლაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, სამოქალაქო აქტივისტს, გიორგი მუმლაძეს, აღკვეთის ღონისძიებად 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
გიორგი მუმლაძეს დაწესებულებასთან მეუღლე და თანამოაზრეები დახვდნენ.











