„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.
„თავისუფლება არასდროსაა შემთხვევითობის, ან სხვისი მარცხის შედეგი – ის შეგნებული, მიზანდასახული, ძალისხმევის შედეგია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გააზრებული მოქმედებით მიიღწევა“,- ამბობს გიორგი რურუა.
დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
ოფისთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა.
მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
ყველა ინფორმაცია ნიკა მელიას საქმეზე ნახეთ ამ ბმულზე











