გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, რურუას მორიგი პროცესი გაიმართა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და „მთავარი არხის“ მეწილე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და განმარტა, რომ მოწმის დღევანდელი დაკითხვით არანაირი სიახლე არ გამოკვეთილა და კვლავ არსებობს საფრთხეები.
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის განმარტებით, დღეს დაკითხული მოწმის ჩვენებას შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში შეაფასებს.











