გიორგი რურუას არა მხოლოდ იარაღი, არამედ გამომძიებელიც „ჩაუდეს“, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებული გიორგი რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.
ადვოკატის თქმით, პოლიციას, რომელმაც გიორგი რურუა ვაკეში გააჩერა, მისი ჩხრეკა არ მოუხდენია და შესაბამისად, იარაღი არ ამოუღიათ.
შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა გიორგი რურუა18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.











