ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი, ამბობს, რომ გიორგი რურუას საპატიმროში დარჩენა პოლიტიკურ კრიზისს გაამწვავებს.
„გახარიასთან მთავარი შეკითხვა არის, საერთოდ როგორ ვაპირებთ მივიდეთ არჩევნებამდე და რა პოლიტიკურ გარემოში ჩატარდება არჩევნები.
ვხედავთ, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად აგდებს 8 მარტის შეთანხმებას.
გიორგი რურუა, გუშინ კვლავ საპატიმროში დატოვეს და ეს პოლიტიკურ კრიზისს გაამწვავებს.
პარალელურად ვხედავთ, რომ უკვე დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ოფისებზე.
ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ არჩევნები შესაძლოა იყოს კიდევ უფრო მძიმე ვიდრე წინა, რაც ეწინააღმდეგება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.











