მოსამართლე გიორგი რურუას საქმეზე განაჩენს დღეს, 11:00 საათზე გამოაცხადებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული.
გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.











