დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ მეწილის, ბრალდებულის გიორგი რურუსას საქმის პროცესი გაიმართა.
როგორც მისმა ადვოკატმა, სხდომის დასრულებისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს დაკითხული სამივე მოწმე პოლიციელია.
„როლანდ მესხმა თქვა, რომ თათბირი ჩაატარა, რურუას მოძებნის, ჩხრეკის და დაკავების ბრძანება გასცა. ასევე იმყოფებოდა იმ ადგილზე, სადაც თვითონ გიორგი რურუას ჰყავდა ავტომობილი გაჩერებული და ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ოპერაციის ჩასატარებლად გაუშვა ჯგუფი. გარდა ამისა, საინტერესო იყო მოწმე მანუჩარ კობახიძე, რომელმაც განაცხადა, რომ დიღმიდან ვაკეში პირად საქმეზე წავიდა. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ეს პირადი საქმე მაღაზიაში შესვლა და წყლის ყიდვა იყო. მესამე მოწმეს, გამომძიებელს აბსოლუტურად ყველა კითხვაზე პასუხი ჰქონდა, რომ არ იცის და არაფერი ახსოვს,“ – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა გიორგი რუურა18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენგულისხმობსა-შენახვა-ტარებას .











