„ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად არის დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. მოკლეს ჩვენი შვილი და შემდგომში ის გადააგდეს მდინარე არაგვში“, – ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ 19 წლის ფეხბურთელის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით შაქარაშვილს დაზიანებები სიცოცხლეში აქვს მიყენებული.
“ყველა დაზიანება ეს არის დახლოებით 12 სახის დაზიანება ბავშვს მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში, რაც ადასტურებს, იმას უტყუარად, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია – ექსპერტიზის დასკვნა











