გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ 19 წლის ფეხბურთელი გარდაცვალების პროცესში თითქმის ფხიზელი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგი შაქარაშვილი არ ყოფილა არც ნარკოტიკული და არც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ.
ექსპერტის განცხადებით, ეს ინფორმაცია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც თუკი გიორგი შაქარაშვილი იქნებოდა რაიმე სახის თრობის ქვეშ, ეს მისი მოტორიკული უნარების შეფერხებას გამოიწვევდა.
„ალბათ, თქვენ ყველას გახსოვთ, რომ ერთერთ ინფორმაციის სახით მოგაწოდეთ, რომ აღებული იქნება სისხლი, როგორც ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე და ასევე ალკოჰოლზე. ალკოჰოლთან მიმართებით აღმოჩნდა 0.85 მეასედი ეთილის სპირტი და ეს ნიშნავს იმას, რომ ის თითქმის ფხიზელ მდგომარეობაში იყო სიკვდილის დროს“, – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.
ასევე, დაგაინტერესებთ: ექპსერტიზის პასუხის სრული ვერსია.
ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა – შაქარაშვილის საქმე გადაკვალიფიცირდა
დასკვნას ვენდობით – შაქარაშვილის ოჯახი ექსპერტიზის პასუხს გაეცნო











