გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დედამ თამუნა შალვაშვილმა სასამართლოში გამოცხადებაზე და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
აღნიშნულის შესახებ, მან მცხეთის რაიონულ სასამართლოს წერილობით მიმართა.
როგორც გიორგი შაქარაშვილის დედა წერილში განმარტავს, სასამართლოში მისვლა მისთვის სტრესული იქნება და ამასთან, არ სურს, მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულები ნახოს.
წერილის შემდეგ, ის ბრალდების მხარემ მოწმეთა სიიდან მოხსნა.
შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მყვინთავებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო, 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახორციელებდა.











