გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ორი არასრულწლოვნის, ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს მიმართ სასჯელის ზომას მოსამართლე დღეს გამოაცხადეს.
არასრულწლოვან ზ.ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უსამართლოა, ვინაიდან, არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებს. ადვოკატის თქმით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებს.
ცნობისთვის, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი 9 მარტს გამოაცხადა და საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო. საქმის განმხილველი მოსამართლის, ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებით, მათგან სამს, არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკოლოზ რევაზიშვილს, თითოეულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ორი არასრულწლოვნის, ა.ქ.-სა და ზ.ხ-ს მიმართ კი სასჯელის ზომა გამოცხადდება.











