fbpx
26/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ

17:42 ივლისი 20, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.

როგორც გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, შეხვედრაზე საქმის მასალები განიხილეს.

„შეხვედრა შედგა, დღეს გიორგის მშობლები ჩემთან ერთად შეხვდნენ საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს და ასევე რამდენიმე თანამდებობის პირს, რომლებიც უშუალოდ კურირებენ საქმის გამოძიებას. გავიარეთ საქმის მასალები. კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ არსებულ პერსპექტივაზე, ჩამოვყალიბდით ჩვენს პოზიციებზე. ეს ადამიანები არიან გენერალური პროკურატურის საგამოძიებოს უფროსი რევაზ ბაღაშვილი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურორი ავთანდილ კოჭლამაზაშვილი და ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი გიგა ძნელაძე. ჩვენს შორის რა საუბარიც იყო, რჩება ჩვენს შორის. 19 ივნისის დადგენილებას თუ ნახავთ, ნახავთ იქ, რომ ამ საქმეში ჩართული იყო არა მცხეთის რაიონული საგამოძიებო ორგანოები, არამედ ცენტრალური შინაგან საქმეთა სამინისტრო, 19-შივე ფართომასშტაბიანი გამოძიება იყო. ეს არის საქმიანი შეხვედრები. საგამოძიები ვადების შესაძლო გაგრძელებაზე ჩვენ ცოტა ხნის წინ გავაკეთეთ ჩვენი განცხადება, ანუ ვარაუდი გამოვთქვით ოჯახმა, რომ ეს საჭირო გახდებოდა, თუმცა ჩვენი გადასაწყვეტი არ იყო და ეს პროკურატურის საქმეა. ცხადი იყო, რომ ნებისმიერი გადათვლის შედეგად, ეს ვადა გახდებოდა აუცილებლად გასაგრძელებელი, ამას უამრავი მიზეზი აქვს, ეს არის ექსპერტიზების პასუხები, დარჩენილი საგამოძიებო მოქმედებები, ეს არის ის, რომ საბოლოო ჯამში არ ავჩქარდეთ და მაღალი სტანდარტით მივაწოდოთ გამოძიებას ეს საქმე, სადაც გამამტყუნებელ განაჩენს არ ექნება პრობლემა“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ბრალდებულების ეპიზოდი საქმე ცალკე წარმოებად გამოეყოს, რადგანაც ამ შემთხვევაში სამართლებრივად შემჭიდროვებული ვადები არსებობს.

მისი თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე „ტოიოტა ქამრში“ მსხდომი ექვსი პირისთვის  ამ ეტაპზეც შესაძლებელია ბრალის წარდგენა, თუმცა ნიკოლაძეს მიაჩნია, რომ მაღალი სტანდარტისთვის აუცილებელია ექსპერტიზის პასუხები, რომელიც დამატებითი მტკიცებულება იქნება.

„ბევრ მტკიცებულებას ველოდებით და ამას თქვენ ყველა გაიგებთ. რამოდენიმე სახის ექსპერტიზის დასკვნას, ჩვენებებს და ბევრი ნიუანსია წინასწარ არ მინდა ამის დაანონსება. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში მივაღწევთ იმ კონდიციას, როცა ბევრი საეჭვო რამ აღარ იქნება. არსებულ მტკიცებულებებშიც არის ამის საფუძველი, თუმცა ჯერ ჩემთვის შევინახავ“, – განაცხადა ნიკოლაძემ.

ამასთან, როგორც უწყებაში გვითხრეს ცოტახანში საქართველოს გენერალური პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განცხადებას გაავრცელებს. 

თეგები: გიორგი შაქარაშვილის საქმე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

ივნისი 19, 2021
804
სამართალი

ზ.ხ.-ს მამა, თამაზ ხომასურიძე შეურაცხადად იქნა ცნობილი

აპრილი 7, 2021
1k
მთავარი ამბავი

შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდში ბრალდებულ სამ პირს ამნისტია შეეხო

მარტი 26, 2021
961

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია