30-31 აგვისტოს ბათუმში გიორგი შაქარაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილი ფეხბურთელის და, ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ტურნირის შესახებ სპეციალური გვერდიც არის შექმნილი, სადაც ვკითხულობთ:
„მოგესალმებით,
ქ.ბათუმში, 30-31 აგვისტოს, გაიმართება გიორგი შაქარაშვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირი.
ბათუმის გუნდების გარდა ტურნიში მონაწილეობას მიიღებენ შაქარას მეგობრები თბილისიდან.
ჩვენი ტურნირის მთავარი სათქმელია ,,არა ძალადობას!“
მხარდამჭერები :ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო , აჭარის ფეხბურთის ფედერაცია , BSU , Grafix , OPPA ROOM , IMC SPORT , DELTA SPORT.“
შეგახსენებთ, რომ „საბურთალოს“ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ „112“-ში ზარი 19 ივნისს, 11:00 საათზე შევიდა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.











