ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს – საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 8 პირიდან სამს ძალადობას, ასევე სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან, დანარჩენ პირებს კი, ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას.











