გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სტატუსით ნიკა ცერცვაძე გამოიკითხა. ის გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი მოწმეა, რომელიც ნახალოვკელებთან ერთად საბედისწერო დაბადების დღის მეორე დღეს მცხეთაში ჩავიდა და შაქარაშვილს ეძებდა.
როგორც მისი ადვოკატი, მუხრან ღურწკაია აცხადებს, ნიკა ცერცვაძე მომხდარიდან მეორე დღეს მცხეთაში მის მეგობრებთან გაგნიძესთან, მახარაძესთან და რევაზიშვილთან ერთად ჩავიდა.
ფაქტს, რომ ნიკა ცერცვაძის ტელეფონიდან განხორციელდა 113 ზარი, მოწმის ადვოკატი არ ადასტურებს.
„გამოძიებას დამატებით მივაწოდეთ ინფორმაცია. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ნიკა ცერცვაძე დაბადების დღეზე არ ყოფილა, მას ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია და ასევე, არ იცნობდა არც ანა გაბეჩავას და არც გიორგი შაქარაშვილის მხარეს“, – აცხადებს მუხრან ღურწკაია.











