გიორგი შაქარაშვილის საქმის გადაწყვეტილებას ადვოკატები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა.
„ეს უკანონო გადაწყვეტილებაა, რომელიც ვერანაირად დასაბუთდება. ალბათ, უახლოეს პერიოდში ბიძინა სტურუა დაინიშნება უზენაეს სასამართლოში ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ. როგორ შეიძლება ასეთ გადაწყვეტილებას ელოდო, როცა არანაირი წინაპირობა არ არის. არც კანონში, არც ლოგიკაში ჯდება. გასაჩივრებას ვგეგმავთ“, – განაცხადა ნემსიწვერიძემ.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე ბიძინა სტურუამ განაჩენი რამდენიმე წუთს წინ გამოაცხადა. არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
ორი ბრალდებული არასრულწლოვნის მიმართ კი განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.










