„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, თანახმაა დებატები მამუკა მდინარაძესთან გამართოს – ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმს“„სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახურში უდასტურებენ.
„გიორგი დებატებისთვის მზად არის. დღეს 22:50 საათზე დებატები პირველი არხის ეთერში გაიმართება“.
შეგახსენებთ, რომ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე დებატებში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას იწვევდა, თუმცა პრემიერის ნაცვლად დებატებზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე მივა.











