პირადად ჩემი თხოვნა იყო, რომ საჯაროდ დაგვეწყო დისკუსია ყველა საკითხზე, მაგრამ მედიატორებმა ორი-სამი დღე გვთხოვეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ გავასაჯაროებთ ამ დოკუმენტს, როგორც კი საპასუხო წერილს მივიღებთ „ქართული ოცნებიდან“. ვფიქრობ, ყველამ ერთად საჯაროდ უნდა გადავწყვიტოთ, სად არის შეთანხმების ის შუალედი, რაზეც საზოგადოება შეიძლება შეთანხმდეს. ამიტომ უნდა დაველოდოთ მოვლენებს. ალბათ, კიდევ რამდენიმე დღე მოგვიწევს დალოდება და ამის შემდეგ აუცილებლად საჯაროდ გავავრცელებთ. პირადად ჩემი თხოვნა იყო, რომ საჯაროდ დაგვეწყო დისკუსია ყველა საკითხზე, მაგრამ მედიატორებმა ორი-სამი დღე გვთხოვეს. ამის შემდეგ გავასაჯაროვებთ.“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.











