“გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრმა, იმედა კლდიაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პარტია ავრცელებს.
მათივე ცნობით, იმედა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.
ცნობისთვის, იმედა კლდიაშვილი გუშინ, ქუთაისში, სუს-ის შენობასთან პროტესტის დროს დააკავეს.











