“გირჩი” თუ ჩვენ არ გვეთანხმება, თავად რაც სურთ, ის გააკეთონ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ თოქ-შოუ “360 გრადუსში” განაცხადა.
მისივე თქმით, “გირჩი” რა განცხადებებსაც აკეთებს ეს ოპოზიციის ოპოზიციონერობაა.
“ეს უკვე ოპოზიციონერობა აღარ არის. მე უკვე მგონია, რომ „გირჩი“ ოპოზიციის ოპოზიციონერია. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ერთ აზრზე ვართ, ბევრი ვართ. თუ მათ სხვა აზრი აქვთ და ჩვენ არ გვეთანხმებიან, თავად რაც სურთ, ის გააკეთონ. რა შემიძლია შევთავაზო?! ესენი გვეუბნებიან, გინდა თუ არა, თქვენ შემოდით და მერე ჩვენ შემოვალთო. ცოტა სასაცილოა…“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
შეგახსენებთ, რომ პარტია “გირჩისა” და “მოქალაქეების” ინიციატივაა, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები განხილული იქნას, როგორც პლებისციტი და მისი შედეგების მიხედვით გადაწყდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების საკითხი.











