პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, იაგო ხვიჩიას განცხადებების მიხედვით “ქართული ოცნების” პოზიცია ვერ აიგება.
გია ვოლსკის თქმით, “გირჩს” “ფუნქციები აქვს არეული”.
“გირჩს ცოტა არეული აქვს, თავისი ფუნქციები, ჩვენი ფუნქციები, უმრავლესობის, უმცირესობის ფუნქციები. შეიძლება, ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი, რომელიც მათ უჭერს მხარს სწორედ ასეთი მოთხოვნებით გამოდის, მაგრამ არის უმრავლესობის პოზიციები, ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც მსჯელობა შეიძლება. … არ შეიძლება ბატონი იაგოს განცხადებაზე აიგოს ჩვენი პოზიცია, არ შემოვალთ, ვისეირნებთ პარლამენტში, იარაღას ჩავიდებთ ჯიბეში და გვექნება გარკვეული პრივილეგიები ეს არაა საკმარისი იმისთვის, რათა სერიოზულად ვიმსჯელოთ თემებზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.
პარტია „გირჩი“ გაზეთ „სამეფოს დაბადებას“ ქმნის. ამის შესახებ პარტიის გვერდზე წერია.
გაზეთის პირველ გვერდზე მოცემუბლია პირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში „გირჩი“ პარლამენტში შევა.
„გირჩი“ ბოიკოტის რეჟიმს შეწყვეტს და შევა პარლამენტში, თუ „ქართული ოცნება“ დათანხმდება ქვემოთ ჩამოთვლილი შვილი საკითხიდან ერთ-ერთი საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტას და მოწესრიგებას“,- ვკითხულობთ გაზეთში.











