საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ტვიტერზე” პოსტი გამოაქვეყნა და სომეხ კოლეგა არმენ სარქისიანსკორონავირუსისგან სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
“ბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას. ეს ვირუსი არ ცნობს საზღვრებსა და სტატუსს, მაგრამ ჩვენ ამ კრიზისს გლობალური სოლიდარობით დავამარცხებთ და კრიზისიდან უფრო ძლიერები გამოვალთ”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, 3 იანვარს, ლონდონში, არმენ სარქისიანს ფეხის ოპერაცია ჩაუტარდა.
ოპერაცია წარმატებით დასრულდა, მაგრამ პრეზიდენტს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა და ტესტიც დადებითი აღმოჩნდა.











