გლდანში გაზის მილი დააზიანეს, შედეგად გათიშულია 5000-ზე მეტი აბონენტი.
„მიზეზია შპს „გონია“, რომელმაც სამუშაოების დროს თბილისი ენერჯის კუთვნილი გაზსადენი დააზიანა. ავარიის გამო, გაზის გარეშე 5000 -ზე მეტი აბონენტი დარჩა. ამჟამად ადგილზე „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები დაზიანებული გაზსადენის აღსადგენად ინტენსიურად მუშაობენ.
დაზიანების ხარისხისა და სამუშაოების სირთულის გამო გაზმომარაგების მიწოდება ხვალ დილიდან დაიწყება და დღის ბოლომდე სრულად აღდგება”, – აცხადებენ „თბილისი ენერჯიში“.











