გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას ოფისზე თავდასხმა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოფისის დაწვა დაახლოებით დილის 7 საათისთვის სცადეს.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.











