კომპანია „გლოვოს“ კურიერები ამ წუთებში აქციას მართავენ და შრომის უკეთეს პირობებს ითხოვენ.
კურიერი მომსახურების ტარიფის გაზრდას, ობიექტებზე ლოდინის დროის შემცირებასა და ბონუსების სისტემის შეცვლას მოითხოვენ.
ამასთან, ისინი კომპანიის მხრიდან დამოკიდებულებითაც უკმაყოფილო არიან.
როგორც შეხვედრიდან გამოსულებმა თქვეს, კომპანია პირობების გაუმჯობესებისთვის დრო მოითხოვა, თუმცა ბევრისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა. როგორც ისინი ამბობენ, კომპანიისთვის ვადები აქამდეც მიუციათ, თუმცა არაფერი შეცვლილა.











