fbpx
11/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გოგა ხაინდრავა: ღამით კარგად ვნახეთ ოპოზიციის ერთობის ფასი, შავი ჭირივით ვერ იტანენ ერთმანეთს

13:57 ნოემბერი 3, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

ღამით კარგად ვნახეთ ოპოზიციის ერთობის ფასი, როგორ უყვართ ერთმანეთი – შავი ჭირივით ვერ იტანენ, ქართველი ხალხის სახელით რომ საუბრობენ, მხარდაჭერა თუ აქვთ, გაერთიანდნენ, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

ხაინდრავას თქმით, აბსოლუტურად გაუგებარია, როცა ოპოზიციას მეორე ტურის წინ აქვს შესაძლებლობა, რომ მინიმუმ 75 ადგილი ანუ საპარლამენტო მანდატების ნახევარი აიღოს და ისინი რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

„სხვა საქმეა, რომ ნიკა გვარამიას საროსკიპოს გარდა, ეს სცენარი ვერსად განვითარდება, რადგანაც ეს არ არის ის ქვეყანა, სადაც გვარამიამ და „ტვ პირველმა“ შეიძლება, მოახდინონ რევოლუცია. ნებისმიერი გონიერი ადამიანი ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც იკითხავს, რატომ მივდივართ ქუჩაში და რატომ ვამტვრევთ ცარიელ კარებს, როცა შესაძლებელია, რომ მეორე ტურში 16 მანდატი მოიგო და 75 მანდატი გქონდეს ჯამში. ზუსტად იმდენი, რამდენიც აქვს „ქართულ ოცნებას“.

ეს არის გაუგებარი და ეს არის კითხვა, რომელ კითხვასაც ვერცერთი ე.წ ოპოზიციონერი ვერ გასცემს პასუხს, რისი მაქნისები არიან ქუჩაში, ამას ვნახავთ უახლოეს დღეებში. სხვა საქმეა, ვის დავალებას ასრულებენ და რა დგას ამის უკან. ძალიან მარტივია, რომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობს რუსეთის ჩარევაზე სხვადასხვა არჩევნებში ამერიკაში, საფრანგეთში, გერმანიასა თუ საქართველოსი. ნათლად ჩანს, რას ნიშნავს ეს ჩარევა. იგივე „ქართული მარშიც“ კი, რომელსაც საკუთარი ოჯახის წევრებმაც არ მისცეს ხმა, რადგან კარგად იციან, რას წარმოადგენენ ისინი, შიმშილობას აპირებენ, თან სასიკვდილოს, იმის განო, რომ გაუყალბეს არჩევნები. ხომ წარმოგიდგენიათ, რა გაყალბება იყო, რომ „მარში“ სასიკვდილო შიმშილობას აპირებს. ისე უბრალოდ კი არა, უნდა მოკვდნენ, რადგან პარლამენტში გზა დაუკეტეს. პოლიტიკური ჩმორები ბურჯანაძის თამადობით, რომელსაც 0,75 პროცენტი აქვს და იმის მერე რაც 0,75 პროცენტი აქვს, ბოლო 10 წელია, გაყალბებაზე ლაპარაკობს სულ. რას უყალბებენ ამისთანას და რით ვერ გაარკვია მაგის სანათესაომ, ვის უნდა მისცეს ხმა. სანათესაოსაც არ აქვს მისთვის ხმა მიცემული, როგორც ჩანს. აღარ ვლაპარაკობ სხვებზე. ვფიქრობ, რომ ერათადერთი ამოცანა, რომელიც შეიძლება იდგეს და ყველა იქ მოხვდა, სადაც უნდა იყოს, ეს არის სააკაშვილის სამფლობელო, სადაც ის არის ბატონი, სადაც მას ყავს ყმები და რომელსაც არ აქვს არც სინდისი, არც ნამუსი და რაც მთავარია, ამ ქვეყანასთან არ აქვს კავშირი.

ერთადერთი, რაც მაგათ შეუძლიათ, არის იმ შერეკილის ყმობა. რა ვქნათ, ისე აეწყო ცხოვრება, რომ მაინდამაინც აქ გაჩნდა ეგ კაცი და ყველაფერს აკეთებს, რომ ძალაუფლება დაიბრუნოს. აქ არ არის საუბარი პოლიტიკაზე ან საპარლამენტო ცხოვრებაზე. ერთადერთი არის, დაუოკებელი მოთხოვნილება ძალაუფლების დაბრუნების და ყველაფერი დანარჩენი აგერ არის, რომ ვერავითარ შემთხვევაში, 90 მანდატზე მეტს „ოცნება“ ვერ აიღებს“, – აცხადებს ხაინდრავა.

მას მიაჩნია, რომ 60 კაცისგან შემდგარი დეპუტაცია ძალიან სერიოზული ძალაა.

„თუ გაერთიანდებიან, როგორც ახლა გაერთიანდნენ საროსკიპოში – გუშინ ღამე ყველამ კარგად ვნახეთ მათი ერთობის ფასი და როგორ უყვართ ერთმანეთი, შავი ჭირივით ვერ იტანენ ერთმანეთს. თუ აქვთ ერთობა, გაერთიანდნენ და ასეთი მხარდაჭერა აქვთ, როგორც იძახიან და ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ გამუდმებით, რომ თითქოს ქართველი ხალხი უჭერს მხარს მათ, ქართველი ხალხი დაუჭერს მათ მხარს და 75 მანდატი ექნებათ მათ, რამდენიც აქვს „ქართულ ოცნებას“. ეს კი ნიშნავს, რომ ვერცერთ გადაწყვეტილებას ოპოზიციის გარეშე „ოცნება“ ვერ მიიღებს, გარკვეულ ვითარებაში შეიძლება ამ ერთობამ რაზეც ლაპარაკობდნენ და პრემიერობის კანდიდატები ყავდათ, ერთი აღმაშენებელი იყო, მეორე დამანგრეველი, მესამე კოვიდინფიცირებული და ცვენა იყო პრემიერობის მსურველების. გაერთიანდნენ აგერ 21-მდე და მოიგონ არჩევნები, ვინ უშლის ხელს, ქართველი ხალხის სურვილის გამომხატველები ხომ ეგენი არიან, 21-ში იქნება არჩევნები და მორჩება კონცერტი, იმ ბოროტ დღეს გაჩენილს არასდროს არანაირი სურვილი არ ჰქონია პოლიტიკის და არჩევნების. იქ არის ძალაუფლება და ეს პატარები გაერთიანდნენ და ერთად დაიხშობიან იმ ჭაობში. ძალიან კარგი, თუ არ შევლენ პარლამენტში და იქნებ დასრულდეს ეს ჭაობი, ამოვაშროთ იქნებ ეს ერთპროცენტიანი არაფრის მაქნისები, მთელი ცხოვრება, რომ ქართველი ამომრჩევლის სისხლით იკვებებიან,რადგან ისინი, ყველა, ვინც ბარიერი გადალახა, ჩვენი ფულით ცხოვრობენ, რას აკეთებენ ჩვენთვის?გარდა მისა, რომ „ევროპული საქართველოს“ კანდელაკი დადიოდა და ევროპარლამენტარებს ეუბნებოდა, რომ ვიზალიბერალიზაცია არ მისცეთო საქართველოს. დღეს რაც გვესმის დასავლეთიდან, მადლობა ღმერთს, მათ აქვთ უნარი, რომ ამ ვითარებაში გაერკვნენ, ელემენტარულია, რომ შეხედო შედეგებს – ცხრა პარტია შევიდა პარლამენტში, როდის იყო ასეთი რამე? საბჭო რომ იყო, ეგეთი რამე საქართველოში მაგის მერე არ ყოფილა. ძალა თუ ერთობაშია, შევიდნენ და დაუპირისპირდნენ სადაც საჭიროა, შევიდნენ იქ, სადაც ქარიშხალი იქნება შენობის შიგნით და არა გარეთ, იქ სადაც ხალხი არ დაერევა ერთმანეთს და კოვიდს არ გადადებენ, რადგან ეს ავადმყოფობა მძვინვარებს, მაგრამ არა ბელადს უნდა ეს და ესენი ხომ დამოუკიდებლები არ არიან, ეგენი უყურებენ ბელადს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

თეგები: გოგა ხაინდრავა

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

მთავარი გავრილოვი არის მიხეილ სააკაშვილი – გოგა ხანიდრავა

თებერვალი 15, 2021
1k
პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: გრიგოლ ვაშაძემ მოსკოვიდან მიიღო დავალება – მოშორდეს გემს, რომელიც იძირება

დეკემბერი 15, 2020
1.7k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია