პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ ქუთაისში, პოლიციის შენობას ცერცვი შეაყარა.
„ორი თვის წინ ფოტოები მივიტანე, როგორ იყვენენ მერიის თანამშრომლები შეკრებილი, მაგრამ საქმის გამოძიება არ მომხდარა. ამათზეა ნათქვამი, „შეაყარე კედელს ცერცვი“, ასეც მოვიქეცი, პოლიციას ცერცვი შევაყარე, ნიშნად იმისა, რომ რეალურად, გამოძიება არ ხდება.
მე რამდენჯერმე დამაჯარიმეს, მერიის თანამშრომლებს კი პასუხს არავინ თხოვს. ეს არის შერჩევითი სამართალი, მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ გადაიხადონ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები და ისინი მართლები იქნებიან”, – განაცხადა გოგი წულაიამ.
ის ამბობს, რომ ამ ჟესტით თავისი და საზოგადოების დამოკიდებულება დააფიქსირა.











