გოგი წულაიამ პარტიის „გოგი წულაია – ახალი ქრისტიან დემოკრატების” საარჩევნო სია წარადგინა.
მისივე თქმით, სიის წარდგენა პარლამენტის შენობასთან იმიტომ გამართა, რომ ეჩვენებინა როგორი ფიქციაა “ქართული ოცნების” ლოზუნგი “განვითარება ყველა რეგიონს” და პარლამენტის დაჭაობებული ტერიტორია სრულად ასახავს ხელისუფლების დამოკიდებულებას რეგიონებისადმი.
„ერთადერთი თავმჯდომარე ვარ საქართველოში პარტიის, რომელიც 0 ლარით იწყებს ბრძოლას არჩევნებში და ერთადერთი ვარ მგონია, ნისიაზე პური გამოტანა მინახია, არაყს რომ გამოატან მინახია, ოფისი გაგიგიათ ნისიაზე?! პარტიული ოფისი ავიღე ნისიაზე. ვისთანაც მივდიდიოდი ვთხოვდი, რომ დამეხმარე, ამ ქალაქის გამო ვიბრძვი, შენ გაქვს ბიზნესი ამ ქალაქში და ეგ ბიზნესი რომ განვითარდეს, ქალაქი თუ არ განვითარდა და მოქალაქე თუ არ გადარჩა, რა ჩემ ფეხებს განავითრებ ბიზნესს. ყველა თითქმის ხვალ მოდი, ზეგ მოდი, მეორე დღეს დაურეკავ ბათუმში ვარ..ესე იგი უკვე იციან ვისთან მივდივარ, ვის ვთხოვ რამეს, უკვე აფრთხილებენ ყველას, სრული ტერორი მიდის”, – თქვა გოგი წულაიამ.











