კოლეგებისადმი თქვენი პასუხები რეგლამენტთან დაკავშირებით რადიოთი ჩაიწერეთ და მერე გაამეორეთ ხოლმე, – ასე მიმართა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს.
ამით, გოგიჩაიშვილი დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელმაც პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას დაბარების საკითხი დასვა.
„ნურავის უმტკიცებთ, რომ რეგიონის, გარემოს დაცვის ან ენერგეტიკის ბედი ვინმეზე მეტად გაინტერესებთ,“ – განაცხადა თალაკვაძემ ნაცვლიშვილის საპასუხოდ.
„ჩვენ ეს საკითხი თქვენზე მეტად გვაინტერესებს ბატონ არჩილ, რადგან ჩვენ ამ ქვეყნის ინტერესებს ვემსახურებით, ხოლო თქვენ ივანიშვილისა და უჩა მამაცაშვილის კორუფციულ ინტერესებს ემსახურებით. მიმართა გოგიჩაიშვილმა თალაკვაძეს.











