რესპირაციული ვირუსია, ამიტომ წინასწარ პროგნოზირება რთულია, შეიძლება კორონავირუსი სეზონური გახდეს და როგორც გრიპს ახასიათებს, მასაც პერიოდული ეპიდაფეთქება ჰქონდეს, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„იმედი მაქვს, რომ 2021 წლის შემდეგ ის აღარ იქნება ასეთი გლობალური პრობლემა და მწარე მოგონებად დარჩება და ასევე გაკვეთილი იქნება იმისთვის, რომ მომავალში მსოფლიო, მსგავს პანდემიას ბევრად მომზადებული შეხვდეს“, – განაცხადა გოგინავამ.











