„თუ იდეალურად დავიცავთ წესებს, დაახლოებით ორ კვირაში ჩვენთან უკვე ნელ-ნელა დაიწყება ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია“,- ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.
„ერთი დღის მონაცემებით რთულია ვიმსჯელოთ რამდენად მივდივართ სტაბილიზაციისკენ. ამას უახლოესი ერთ კვირა გვაჩვენებს. ჩემი აზრით, უნდა გავაგრძელოთ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ – მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას რეკომენდაციები. თუ იდეალურად დავიცავთ წესებს, დაახლოებით ორ კვირაში ჩვენთან უკვე ნელ-ნელა დაიწყება ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია“, – განაცხადა გოგინავამ.











