შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ძალიან ბევრი ოცნებობს, რომ რომ მან თანამდებობა დატოვოს, ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რა თქმა უნდაა, ამაზე ოცნებობს, ძალიან ბევრი“, – აცხადებს გომელაური.
გარდა ამისა, ვახტანგ გომელაურს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ მივიდა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც დეპუტატებმა დაიბარეს:
„ამას თავის პროცედურები აქვს. იქ არის თავისი პროცედურები, კანონი, წესი და როცა საჭირო იქნება, მივალ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა და პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.











