შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი გამოიძიებს.
აქამდე, საქმეს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი იძიებდა, თუმცა მინისტრმა ოჯახის თხოვნა გაითვალისწინა და ის კრიმპოლს გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა.











