გონიოს ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა ოცამდე ოჯახმა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით დღეს აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროსთან აქცია გამართა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სოციალურად დაუცველი და უკიდურეს სიღარიბეში მცხივრები ოჯახები წლების მანძილზე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.
„ვითხოვთ საცხოვრებელ ფართს. იცით რა პირობებში ვცხოვრობთ. იქ გაუსაძლისი პირობებია. ბავშვები ცხოვრობენ აუტანელ სუნსა და სიბინძურეში. ჩვენ არ ვითხოვთ ისეთ რამეს, რაც არ გვეკუთნის. საცხოვრებელი ფართები გვინდა. ამ ქვეყნის მოქალაქეები ხომ ვართ ჩვენც. ხუთ წელზე მეტია ვცხოვრობ მე იქ, მაგრამ არიან ოჯახები, რომლებიც 10-20 წელია ცხოვრობენ. შეხედეთ ჩემს ხელებს, ჩემი შრომით ვშოულობ ლუკმაპურს. არ მინდა მე ქურდი ვიყო და შევარცხვინო ოჯახი და სახელმწიფო. არ მაქვს ბინის ყიდვის საშუალება, დაგვეხმაროს ვთხოვთ ხელისუფლებას“. – განაცხადა დავით ბასილაძემ.
აქციის მონაწილეები აჭარის ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











