სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ მოწამვლის სიმპტომებით 50- მდე ბავშვი შეიყვანეს. პაციენტები კლინიკაში თვითდინებით შეიყვანეს.
როგორც კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლია ლაზარაძე აცხადებს, ამ მომენტისთვის სტაციონარაში 16 მათგანი რჩება.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში 48 პაციენტმა მოგვმართა. მათგან 16 რჩება სტაციონარში, დანარჩენს გაეწია გადაუდებელი დახმარება და გაეწერა ბინაზე. ბავშვები არიან შემოსული მწვავე გასტროინტესტინალური დარღვევებით. აღენიშნებათ ბაქტერიული საკვებისმიერი მძიმე დაუზუსტებელი ინტოქსიკაცია, გულის რევა, ღებინება, რაც შესაძლოა, გამოიწვია საკვებმა, წყალმა, ან ვირუსი იყოს. დაზუსტებით ძნელია თქმა, რამ გამოიწვია მოწამვლა“,- ლია ლაზარაძემ.











