გორის მერია გორის მინი ზოოპარკს აუქმებს. ამის მიზეზად უსაფრთხოების ნორმების დაცვას ასახელებენ. დღეს კავკასიური მურა დათვი გორიდან თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს.
დანარჩენი ცხოველებიც გორის კულტურისა და დასვენების პარკს ეტაპობრივად დატოვებენ.
გორელი მოსახლეობა წლების მანძილზე ითხოვდა კავკასიური მურა დათვის გადაყვანას ისეთ ადგილას, სადაც უფრო დიდი სივრცე ექნებოდა სამოძრაოდ.
რაც შეეხება კულტურისა და დასვენების პარკს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ე.წ. ,,ახალ ბაღს” რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რომელზეც 7,8 მლნ ლარი დაიხარჯება. სამუშაოები 9 თვე გაგრძელდება.
იგეგმება პარკის შემოღობვა, მის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების რეაბილიტაცია მათ შორის ზოოპარკისაც, მოეწყობა საველოსიპედე ბილიკები, გასართობი და სპორტული სივრცეები, ახალი გარეგანათება, კომუნიკაციები და ა.შ.
ავტორი: თათია გოლოშვილი








