გორში 56 წლის მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი კლინიკა „გორმედი“ იმყოფება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
„სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. კისრის არეში აღენიშნებოდა ბასრი საგნით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა. ოპერაციის შემდგომ, მისი მდგომარეობა ფასდება სტაბილურად მძიმედ“, – განაცხადა ექიმმა, მერაბ მაისურაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი ტაქსის მძღოლია.
ავტორი: თათია გოლოშვილი











